დაუდგენელი სიმპტომები, როცა ექიმიც ვერ ადგენს მიზეზს - სახელდება ე.წ. ჯადოს შესაძლო ,,სიმპტომები''
1765134376
„ტრამპის ვენესუელაში აგრესია პუტინისთვის გაფრთხილებაა“, - სტატიას ამ სათაურით Fox News-ი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვენესუელაში ტრამპის ბოლო ნაბიჯები მოსკოვისთვის ძლიერი სიგნალია, რომ ვაშინგტონი მზად არის პირდაპირ უპასუხოს რუსული გავლენის გაფართოებას პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროში.
სტატიის მიხედვით, ტრამპმა საკუთარი პოლიტიკა, როგორც პუტინზე ზეწოლის ახალი ეტაპი წარმოაჩინა.
„მაშინ, როდესაც პუტინი უკრაინელებს ხოცავს და თაობების მანძილზე ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სახმელეთო ომს აწარმოებს, ტრამპი რუსეთის გლობალურ ძალაუფლებას ასუსტებს. სირია ამერიკასთან კეთილგანწყობას იჩენს, ირანის დენუკლეარიზაცია განხორციელდა და ახლა ჯერი ვენესუელაზეა“, - აღნიშნულია სტატიაში.