„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
ჟურნალმა Time მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის არტისტად დაასახელა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დიკაპრიომ ისეთი კარიერა შექმნა, რომლისაც ბევრ მის თანატოლს შეშურდებოდა. დიკაპრიოს „აქვს ნიჭი, გააკეთოს ერთი შეხედვით არასწორი არჩევანი, რომელიც საბოლოოდ სრულიად მართალი აღმოჩნდება“, - აღნიშნავს Time-ი. სტატიაში ასევე წერია, რომ მსახიობს აქვს ისეთი სახე, რომლის ყურებაც მსოფლიოს არასოდეს ჰბეზრდება.
Time-ი დიკაპრიოს სუპერვარსკვლავს უწოდებს. „ყველაზე გასაოცარი ლეონარდო დიკაპრიოში ის არის, თუ რამდენად მხიარულია ის და იმის მიუხედავად, რომ საკუთარ საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება, როგორც ჩანს, საკუთარ თავს სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამს“, - ნათქვამია სტატიაში.
ლეონარდო დიკაპრიო 51 წლისაა. მის ანგარიშზე დაახლოებით 50 ფილმია. მსახიობი არის „ოსკარის“, BAFTA-ს, „ოქროს გლობუსის“, „ვერცხლის დათვის“ და სხვა ჯილდოების მფლობელი.