როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
შაბათს საღამოს თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
ინციდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის ჩაკეტვა და უსაფრთხოების ძალების საგანგებო მობილიზება გამოიწვია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა დაადასტურა, რომ ბიუროს აგენტები ადგილზე საიდუმლო სამსახურთან ერთად მუშაობენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტი მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს კვეთაზე, თეთრი სახლიდან სულ რაღაც ერთი კვარტლის მოშორებით მოხდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც თავად ეჭვმიტანილი დაიჭრა.
სროლის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, შემთხვევითი გამვლელი იყო. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.