სლოვაკეთის პრეზიდენტი: ჩვენ ასობით მილიარდს გავგზავნით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და შემდეგ ეს დამანგრეველი კონფლიქტი გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ამხელა თანხები უმჯობესია უკრაინის აღდგენას მოხმარდეს

პეტერ პელეგრინი

 უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ გამოდის სლოვაკეთის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ იარაღის მიწოდება მხოლოდ კონფლიქტის გაგრძელებას გამოიწვევს. ამის თაობაზე პეტრ პელეგრინიმ სლოვაკეთის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად საუკეთესო გზა ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა.

„ჩვენ ასობით მილიარდს გავგზავნით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და შემდეგ მივიღებთ იმას, რომ ეს დამანგრეველი კონფლიქტი გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ამხელა თანხები უმჯობესია უკრაინის აღდგენას, ქვეყნის ელექტროენერგიის მომარაგების აღდგენას და აშენებას მოხმარდეს. აშკარაა, რომ უკრაინას რუსული არმიის დამარცხება და მისი განდევნა არ შეუძლია. ომის დასასრულებლად საუკეთესო გზა ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და ამისთვის შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივის დაჩქარება და მხარდაჭერა იქნება“, - აცხადებს სლოვაკეთის პრეზიდენტი.