სირიაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, ბოლო ერთ კვირაში 940 ადამიანი ემსხვერპლა

სირია

 სირიის სუვეიდის რეგიონში, ბოლო ერთ კვირაში, მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 940 ადამიანი ემსხვერპლა.

მსხვერპლთა შორის 326 დრუზი მეომარი და ამავე თემიდან 262 მშვიდობიანი მოქალაქეა. არსებული მონაცემებით, 182 ადამიანი სირიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალმა სიკვდილით დასაჯა.