საუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

პრინცი

 საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე პრინცი“ 2005 წლის შემდეგ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები წლების განმავლობაში აქვეყნებდნენ აპარატთან მიერთებული პრინცის ფოტოებს. ერთ-ერთ ფოტოზე მას საუდის არაბეთის დროშა ჰქონდა გადაფარებული, წარწერით „ჩვენი ქვეყანა ჩვენს გულებში“.

ალ ვალიდი პრინც ჰალიდ ბენ ტალალის უფროსი ვაჟი და საუდის არაბეთის პირველი მეფისა და დამფუძნებლის, აბდელ აზიზის შვილთაშვილია. პრინცს დღეს დაკრძალავენ.