„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საფრანგეთში ოჯახში ძალადობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფემიციდები 11%-ით გაიზარდა: 2024 წელს, პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების ხელით 107 ქალი დაიღუპა.
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში ფემიციდების რიცხვი კვლავ იზრდება.
"2024 წელს, საფრანგეთში 107 ქალი მოკლეს პარტნიორებმა ან ყოფილმა პარტნიორებმა. ეს ტრაგიკული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 11%-ით მეტია. ურთიერთობებში მოკლული მამაკაცების რიცხვი 35%-ით გაიზარდა. ამ მონაცემების თანახმად, 2024 წელს, სამართალდამცველებმა წყვილებში ძალადობრივი სიკვდილის 138 შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის, 31 მამაკაცია. ეს სამ დღეში ერთხელ ერთ სიკვდილს უდრის. დამნაშავეთა 80% მამაკაცია”,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის მონაცემებით, 2024 წელს, დაქორწინებული წყვილების მონაწილეობით მკვლელობის 403 მცდელობა დაფიქსირდა. მსხვერპლთა 77% ქალი იყო. გასულ წელს, ფემიციდის შემთხვევების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს, მეოთხედს, 70 წელს გადაცილებული ქალები შეადგენდნენ. ეს პროპორცია რამდენიმე წელია სტაბილურად იზრდება. იგივე ასაკობრივი ტენდენცია შეინიშნება ფემიციდის ჩამდენ პირებშიც: 30% 70 წელს გადაცილებულია, რომელთაგან ნახევარი 80 წელს გადაცილებულია. ეს დანაშაულები ხშირად ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში ხდება. ხანდაზმული წყვილების მონაწილეობით ფემიციდების 78% დაკავშირებულია მსხვერპლის ან დამნაშავის დაავადებასთან.
ძალადობრივი ქმედების ჩადენის ყველაზე გავრცელებული მოტივები კამათი (31%) და რთული დაშორება (16%) რჩება.
ამ კვლევის თანახმად, ფემიციდებისა და ოჯახში მკვლელობების 90% მსხვერპლის ან დამნაშავის სახლში მოხდა, კვლევის "წყვილებში ძალადობრივი სიკვდილიანობის" თანახმად, რომელშიც ასევე მოხსენებულია დანებით გამოწვეული 49 და ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული 34 შემთხვევა. დამნაშავეთა 25% დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო 13% ნარკოტიკებს ზემოქმედების ქვეშ იყო. მათგან 29%-მა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"ქალთა ფონდი" შეშფოთებულია 2026 წლის ბიუჯეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსების შემცირებით.
ამ საგანგაშო მაჩვენებლების ფონზე, "ქალთა ფონდმა" პარასკევს გამოქვეყნებულ პრესრელიზში დაგმო 2026 წლის ბიუჯეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დაფინანსების თითქმის 50%-ით შემცირება. “2026 წლის ბიუჯეტის წინადადება არა მხოლოდ არ ითვალისწინებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებით დაფინანსებას, არამედ მოიცავს თანასწორობის პოლიტიკაზე და ძალადობასთან ბრძოლაზე მომუშავე სამთავრობო უწყებების დაფინანსების 47%-ით შემცირებას“, - განაცხადა ქალთა ფონდმა პრესრელიზში.