ალექსანდრა პაიჭაძე წლის ყველაზე უხერხულ ვიდეოს ეხმაურება
1752943440
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექტემბერში, სავარაუდოდ, პაკისტანში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია თუ დადასტურდება, ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2006 წლის შემდეგ პაკისტანში. 2006 წელს პაკისტანში ჯორჯ ბუში იმყოფებოდა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას ტრამპის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპი შემდეგ ინდოეთშიც იმოგზაურებს.