აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
1752952070
Forbes USA-მ გამოკითხა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რათა გაერკვია, რის გარეშე არ შეუძლიათ მილიარდერებს ცხოვრება.
პლანეტის 12 უმდიდრესი ადამიანის თქმით, მათ არ შეუძლიათ ცხოვრება კერძო თვითმფრინავის გარეშე. სამმა ადამიანმა დაასახელა ტელეფონი. ნაწილმა ხმა ვილებს, და კონდიციონერებს მისცა. გამოკითხულთაგან ორმა თქვა, რომ ყველაზე მეტად ცოლებს აფასებენ.
Koch, Inc.-ის თავმჯდომარემ, ჩარლზ კოხმა, რომელიც 67.5 მილიარდ დოლარს ფლობს, კითხვის საპასუხოდ დაწერა: “57 წლის განმავლობაში, ლიზი [ჩარლზ კოხის ცოლი] არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში“.
6 მილიარდი დოლარის მფლობელმა, „პირველი ეროვნული ფინანსური კორპორაციის“ (First National) დამფუძნებელმა სტივენ სმიტმა, სპორტი დაასახელა.
ერთ-ერთმა გამოკითხულმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, დაწერა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია „კონფიდენციალურობა“.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში კერძო თვითმფრინავი პირველ ადგილზე გავიდა და მართლაც, ის თითქმის ყველა მილიარდერს ჰყავს.
აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
1752952070