Reuters: ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ნჯ

 აშშ-ის შეიარაღებული ძალების Apache ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ეკიპაჟის ორივე წევრი, რომელიც ვერტმფრენში იმყოფებოდა, გადარჩა.

ჯერჯერობით უცნობია, ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო, თუ კატასტროფის მიზეზი მექანიკური გაუმართაობა ან სხვა ტიპის პრობლემები გახდა.

ოფიციალური განცხადება არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობას არ გაუკეთებია.