ბოდბეში, ექსკურსიაზე 12 წლის გოგონა დაშავდა - როგორია მისი მდგომარეობა
1779879688
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საქმე ეხება გამოძიებას მმართველი, „სოციალისტური პარტიის“ უკანონო დაფინანსების შესახებ.
Reuters-ის ცნობით, სამართალდამცველებმა პედრო სანჩესის პარტიის ოფისიდან სწორედ ამ გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებები ამოიღეს.
მმართველ პარტიაში ჩხრეკამდე ერთი კვირით ადრე ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პედრო სანჩესის ახლო მოკავშირეს ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა.