რადისლავ სიკორსკი: უკრაინა კორუფციას თუ მოითმენს, ევროკავშირში ვერ შევა, ევროკავშირი სამართლიანობას და პროცედურების გამოყენებას მოითხოვს

რადოსლავ სიკორსკი

უკრაინა კორუფციას თუ მოითმენს, ევროკავშირში ვერ შევა. ევროკავშირი სამართლიანობას და პროცედურების გამოყენებას მოითხოვს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გადამწყვეტი იქნება, თუ როგორი რეაგირება ექნება უკრაინის მთავრობას კორუფციის საკითხზე.

კითხვაზე, უნდა იმოქმედოს თუ არა უკრაინაში კორუფციულმა სკანდალმა პოლონეთის მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერაზე, სიკორსკიმ უპასუხა, რომ დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის ყველაზე მარტივი გზა უკრაინაში კორუფციის მიმართ შემრიგებლობაა.

„ჩვენთვის უკრაინა ფუნქციონალური ბუფერია, თავდაცვა რუსული აგრესიისგან. უკრაინა მამაცურად იბრძვის. ჩვენი საზღვრებიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით კილომეტრობით სიგრძის მამაცი უკრაინელების სასაფლაოებია, რომლებიც დაიღუპნენ ომში, რომელმაც პუტინის არმია ჩვენი საზღვრებიდან უკან დააბრუნეს. გავიხსენოთ ეს, გავიხსენოთ ეს სოლიდარობა უკრაინასთან. რა თქმა უნდა, უკრაინელებმა უნდა დაიცვან ჩვენი კანონები, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ მათი უმეტესობა ომის შემდეგ თავის ქვეყანაში დაბრუნდება, მაგრამ დღეს მოდით, გამოვიჩინოთ სიბრძნე და სოლიდარობა“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.