ნატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება - ხავიერ კოლომინა

ხავიერ კოლომინა

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ.

„შთამბეჭდავი ვიზიტი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერგნეთში, სადაც ადგილზე დავინახე არსებულ რეალობა. ნატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური გზავნილი რუსეთის მიერ ფიქტიური რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.