ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1763058943
ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში მომხმარებელი კაფესთვის ცეცხლის წაკიდების გამო დააკავეს. მან ადგილს ცეცხლი იმიტომ წაუკიდა, რომ ობიექტს მაიონეზი გამოელია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, შვილთან ერთად რესტორანში შევიდა და ორი სენდვიჩი შეუკვეთა. ვიდეოთვალის კამერებზე ჩანს, როგორ დგება ის მაგიდიდან და ერთ-ერთ მიმტანს ესაუბრება. როგორც ამბობენ, 50 წელს გადაცილებულმა კლიენტმა სენდვიჩისთვის მაიონეზი სთხოვა, მაგრამ უთხრეს, რომ არ ჰქონდათ. ამიტომ ის კაფედან გამოვარდა, ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მივიდა და ბენზინით სავსე ბოთლით დაბრუნდა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მაიონეზის მოყვარულმა კაფეს პერსონალს კიდევ ერთხელ ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მისი საყვარელი სოუსი და როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო, მან 1.5 ლიტრიანი ბოთლი აალებადი სითხე ბარზე დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. საბედნიეროდ, პერსონალმა ხანძრის ჩასაქრობად ცეცხლმაქრები გამოიყენა და მხოლოდ მინიმალური მატერიალური ზიანი მიადგა.
მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა და ახლა განაჩენის გამოტანას ელოდება. კაფეში ინციდენტს „სიურეალისტური“ უწოდეს და კომპანიის თანამშრომლები სწრაფი რეაგირებისა და ზარალის მინიმიზაციისთვის შეაქეს. ხანძარმა მატერიალური ზიანი, სავარაუდოდ, 9,500 დოლარის ოდენობით გამოიწვია, თუმცა, საბედნიეროდ, გაბრაზებული მომხმარებლის გარდა არავინ დაშავებულა.