მხარს დავუჭერთ უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთი უკრაინის მისწრაფებების მხარდაჭერას ვაჭრობის საგნად არ აქცევს, – ასე უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კლასტერების შესაძლო ბლოკირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.

როგორც ტუსკმა განაცხადა, პოლონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული პირობებით.

„პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე იმ ევროპული პირობების ფარგლებში, რომლებიც უსაფრთხო და სასარგებლო იქნება პოლონეთისთვის,“ – განაცხადა ტუსკმა.