მეთიუ უაიტაკერი: ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე

მეთიუ უაიტაკერი

 შეერთებული შტატების ელჩი ნატოში მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ჩართულობით უკრაინაში მშვიდობის დამყარება ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე. განცხადება მეთიუ უაიტაკერმა დოჰაში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ომის დასრულებისთვის ყველა პერსპექტივა გათვალისწინებული იქნება.

„ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს არის რთული სიტუაცია. საბოლოო ჯამში, ეს ომი უნდა დასრულდეს. ის თითქმის 4 წელია მიმდინარეობს მილიონობით მსხვერპლით. ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას უკრაინაში. მგონია, რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ, რადგან მდივანი რუბიო პროცესშია ჩართული და დარწმუნებული ვარ, ყველა პერსპექტივა გათვალისწინებული იქნება. მაგრამ ამავდროულად უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ადრეც მითქვამს, იცით, რუსეთი უგუნურია და საბოლოო ჯამში შეუძლებელია პროგნოზირება, რას იზამენ. ჰიბრიდული საფრთხეები და აქტივობები კარგად არის დოკუმენტირებული. უნდა გავაგრძელოთ გაძლიერება და დავრწმუნდეთ, რომ სისუსტის სანტიმეტრსაც არ გამოვავლენთ, რადგან სუსტები არ ვართ“, - განაცხადა ელჩმა.