მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ჩინეთი

ზედიზედ მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 35 183 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 31 656-ს, ხოლო 25 ნოემბერს - 32 943-ს შეადგენდა. თითქმის ყველა ინფიცირებულთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ეპიდაფეთქებები ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაში ფიქსირდება. 32-მილიონიან ქალაქ ჩუნცინში 7721 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით თითქმის 20%-იან მატებას ნიშნავს.