ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კეროლაინ ლევიტი იმედოვნებს, რომ ომს წერტილი საბოლოოდ დაესმევა, რადგან მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი და მომლაპარაკებელთა ჯგუფი ამისთვის ბევრს მუშაობენ.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, უკრაინელებთან კარგი მოლაპარაკებების შემდეგ, ახლა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება.
„ვფიქრობ, ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. პრეზიდენტის მთელი გუნდი, მათ შორის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი და თავად პრეზიდენტი, ასევე ჰეგსეტიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ ამ ძალისხმევაზე და ყველას ნამდვილად სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მათ ძალიან კარგი მოლაპარაკებები ჰქონდათ უკრაინელებთან ფლორიდაში. და ახლა, რა თქმა უნდა, სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი რუსეთში მიემგზავრება. ეს ერთგვარი „შატლის დიპლომატიაა“, რომელიც ამ ადმინისტრაციის მხრიდან უკვე ნანახი გაქვთ, სადაც ორივე მხარეს თანაბრად ვესაუბრებით. ჩვენ პუნქტები ქაღალდზე გადავიტანეთ, ისინი ძალიან დაიხვეწა. რაც შეეხება დეტალებს, მომლაპარაკებლებს მოლაპარაკების საშუალებას მივცემ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სამუშაო საბოლოოდ დასრულდება“, – აღნიშნა ლევიტმა.