კამბოჯაში ვირთხებმა მიწისქვეშა ნაღმები აღმოაჩინეს - ნახეთ ფოტოები

ვირთხები

 შესაძლოა, ვირთხების ზოგს პანიკურად გვეშინია და მათი დანახვისას პანიკაში ვვარდებით, თუმცა კამბოჯაში ეს არცთუ პატარა მღრღნელები შეუცვლელი დამხმარეები გახდნენ სპეციალისტებისთვის ნაღმების აღმოჩენის საქმეში — იმ ნაღმებისა, რომლებმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა ამ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში.

აფრიკული გიგანტური ტომრიანი ვირთხები, რომელთა სიგრძე შეიძლება 45 სანტიმეტრამდე, წონა კი 1.5 კილოგრამამდე აღწევდეს, მოწინავე ხაზზე მუშაობენ — მსუბუქად გადაადგილდებიან მინდვრებზე და სპეციალური სუნის — ნაღმებში ფართოდ გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერების, ტრიიტოლ–ტოლუენის (TNT) — აღმოჩენისას სიგნალს აწვდიან თავიანთ მეთვალყურეებს.

 „ამ ვირთხებთან მუშაობისას ყოველთვის ვპოულობ ნაღმებს — არასოდეს გამორჩენიათ
რომელიმე," — ამბობს მოტ სრეიმომი, ვირთხების მწვრთნელი და თანამშრომელი APOPO-ში — ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, რომელიც ვირთხების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ნაღმების აღმოჩენაზე მუშაობს.

„მართლა მჯერა ამ ვირთხების შესაძლებლობების," — განუცხადა მოტმა გამოცემა Associated Press-ს, იმ დროს, როცა სადღეღამისო სამუშაოს შემდეგ სიემ რიპის პროვინციაში სასადილოდ ისვენებდა.

წინა საუკუნეში განვითარებული ოცწლიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, 2004 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კამბოჯის ტერიტორიაზე ომის ნარჩენები დაახლოებით 4,500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გაბნეული. ეს საფრთხე ვრცელდებოდა ქვეყნის ყველა, 25 პროვინციაზე და მისი 14,000 სოფლიდან თითქმის ნახევარზე.

 ვირთხებს განსაკუთრებული ყნოსვის უნარი აქვთ, რაც მათ სასურველ სპეციალისტებად აქცევს APOPO-სთვის, რომელიც ასევე იყენებს ნაღმების ძებნის მიზნით გაწვრთნილ ძაღლებსაც.

"ძაღლები და ვირთხები სხვა ცხოველებთან შედარებით უკეთესად იწვრთნებიან," — ამბობს ალბერტო საკარია, APOPO-ს ტექნიკური კვლევის ძაღლების ჯგუფის ზედამხედველი. მისივე თქმით, ისინი მეგობრულები არიან და ადვილად ეჩვევიან ბრძანებებს.

 მას შემდეგ, რაც კამბოჯაში ნაღმების გაუვნებლების პროცესი ოფიციალურად 1992 წელს დაიწყო, მთავრობის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გაუვნებლებულია 1.1 მილიონზე მეტი ნაღმი და დაახლოებით 2.9 მილიონი ომის სხვა ასაფეთქებელი ნარჩენი.

ამ საქმეში აფრიკული გიგანტური ვირთხებს თავისი წვლილი შეაქვთ.

„თითქმის ყოველდღე ვმუშაობთ ერთად, ამიტომ ვუახლოვდებით ერთმანეთს," - ამბობს მოტი. "ძალიან მეგობრულები არიან - არც გარბიან, არც ეშინიათ. ოჯახივით არიან ჩვენთვის."