ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

 ჯესი ჯეი

ბრიტანელმა მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა. 

38 წლის მომღერალმა ამის შესახებ საკუთარ Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოში ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ის საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა, შედეგების გაგების შემდეგ კი ემოციები ვერ შეიკავა და საათობით ტიროდა. ჯესი ჯეიმ საკუთარ დიაგნოზზე ხმამაღლა გასული წლის ივნისში ისაუბრა. მას მკერდის კიბო ჰქონდა

“შედეგები მივიღე და კიბო აღარ მაქვს! საათობით ვტიროდი, შემდეგ კი პირველად ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად ამოვისუნთქე.“- დაწერა მომღერალმა, რომელმაც კიბო 11 თვიანი მკურნალობის შემდეგ დაამარცხა.