Instagram-ის შემქმნელები ახალ საინფორმაციო სოცქსელზე მუშაობენ

telefoni

Instagram-ის შემქმნელები კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი ახალ სოციალურ ქსელზე მუშაობენ, რომელიც მომხმარებლებისთვის პერსონალიზებულ საინფორმაციო „ფიდს“ შეადგენს. ამის შესახებ Platformer-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სერვისს Artifact-ი ერქმევა. ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელთა ინტერესებს შეისწავლის და რეკომენდაციებს შესთავაზებს, ანუ TikTok-ის პრინციპით იმუშავებს.

Artifact-ში მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებების სტატიები და ახალი ამბები გამოქვეყნდება, ისევე როგორც ჩანაწერები გარკვეული თემატიკის ბლოგებიდან, რომლებიც მომხმარებელს მოსწონს. ამასთან, მომხმარებელი საკუთარი მასალების გაზიარებას და პუბლიკაციების ერთმანეთთან განხილვას შეძლებენ. ახლა Artifact-ი ბეტა-ტესტირების ეტაპზეა.

სისტრომმა და კიგერმა Instagram-ი 2010 წელს შექმნეს. 2018 წელს, როდესაც აპლიკაცია უკვე Facebook -ის საკუთრებაში იყო, მათ კომპანია ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვეს.