ანსამბლი „რუსთავი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1765132691
ამერიკელების უმრავლესობას ომში უკრაინის გამარჯვება სურს და კიევისთვის იარაღის გაგზავნას ემხრობა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რეიგანის ინსტიტუტმა ჩაატარა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებას ზომავს. კვლევის მიხედვით, კიევისთვის ამერიკული იარაღის გაგზავნის მომხრეთა რაოდენობა 64%-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით მეტია.
დაბალი რჩება მოსკოვისადმი ნდობის მაჩვენებელიც: ზოგადად ამერიკელების 70% ამბობს, რომ ისინი არ ენდობიან რუსეთს უკრაინასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაში.