„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ევროკომისია ინიციატივით გამოდის, რომ სანქციების 21-ე პაკეტმა მოიცვას ევროკავშირში შესვლის აკრძალვა ყველა იმ მებრძოლისთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პირველად აიკრძალოს ევროკავშირში შესვლა ყველასთვის, ვინც ომის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, „ევროპა დაიხურება ყველასთვის, ვინც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა“.
„ყურადღებას ვამახვილებთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე: ენერგეტიკა, საფინანსო სერვისები, კრიპტო, ვაჭრობა და, პირველად, მეთევზეობა. ასევე ვკრძალავთ ყოფილი რუსი მებრძოლების შესვლას ევროკავშირში. დღეს სიაში კიდევ 30 გემი დავამატეთ, უკვე სანქცირებული 632-ის გარდა. პირველად ასევე ვიღებთ ზომებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ დამხმარე გემების წინააღმდეგ, მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც საწვავით მომარაგებას და სხვა სერვისებს უწევს. მომავალ რამდენიმე დღეში გავხსნით პირველ კლასტერს უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს არსებითად კარს უხსნის გაწევრიანების პროცესის შემდეგ ფაზას, მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.