ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს ერთობლივი კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს კონსოლიდაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პალესტინის სახელმწიფოს კონსტიტუციის შემუშავებაში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
„დღეს მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს კონსოლიდაციის ერთობლივი კომიტეტის შექმნის შესახებ. ეს კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება ყველა სამართლებრივ, კონსტიტუციურ, ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ ასპექტზე მუშაობაზე. ის ხელს შეუწყობს ახალი კონსტიტუციის შემუშავების სამუშაოებს, რომლის პროექტიც პრეზიდენტმა აბასმა წარადგინა“, – განაცხადა მაკრონმა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთს არ სურს „ჰამასის“ ღაზის ხელისუფლებაში დაბრუნება.
თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი პალესტინის სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის ნაწილია და აიღო ვალდებულება, რომ ომის დასრულების შემდეგ პალესტინაში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.