მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილში სიახლეა – მომსახურების სააგენტოს განცხადება
1765115047
ლონდონში, ხვალ დაგეგმილ შეხვედრას სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა დაწერა, რომ უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინაში სასწორზე დგას ასევე ევროპის უსაფრთხოება.
„ორშაბათს გავემგზავრები ლონდონში, რათა შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, რომ ერთად შევაფასოთ ვითარება და ამერიკული შუამდგომლობის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები. უკრაინას შეუძლია, ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სწორედ ეს არის იმ ძალისხმევების მიზანი, რომლებიც „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში გავიღეთ. ამერიკელებთან ერთად გავაგრძელებთ მას, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივაწოდოთ, რომელთა გარეშეც ვერ იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა. უკრაინაში სასწორზეა ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოება“, - წერს მაკრონი.
La Russie s’enferme dans une démarche escalatoire et ne cherche pas la paix.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 6, 2025
Je condamne avec la plus grande fermeté les frappes massives qui ont ciblé cette nuit l’Ukraine, en particulier ses infrastructures énergétiques et ferroviaires.
Nous devons continuer…