ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა
1764710356
დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ამერიკის მიერ შემოთავაზებული თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა 28-დან 20 პუნქტამდე დაიყვანეს. ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ დასამუშავებელია. ეს უკრაინაში მშვიდობისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად ოპტიმისტური მომენტია. ახლა, როგორც არასდროს, არსებობს შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან პრემიერ-მინისტრ მარტინთან განიხილა გაყინული რუსული აქტივები და აღნიშნა რომ დროა, ისინი უკრაინას გადაეცეს, რათა საიმედოდ უზრუნველვყოთ როგორც ქვეყნის თავდაცვა, ასევე აღდგენა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ უკრაინის ოკუპაცია გაგრძელდება. სამშვიდობო პროცესი ღია და სამართლიანი უნდა იყოს. უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ უნდა მიიღონ. ჩვენ ისე უნდა შევაჩეროთ ომი, რომ ერთ წელიწადში რუსეთი აღარ დაბრუნდეს. ამიტომაც, უკრაინას სურს უსაფრთხოების მკაფიო და განსაზღვრული გარანტიები.“- განაცხადა მან. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი ელოდება, თუ რით დასრულდება სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. „ველოდებით უიტკოფისა და პუტინის დღევანდელი შეხვედრის შედეგებს. მე ამ შედეგების მიხედვით ვიმოქმედებ, თუ ვიგრძნობ, რომ შეგვიძლია დავეყრდნოთ რეალურ, კონკრეტულ დიალოგს და არა მხოლოდ სიტყვებს, ჩვენ შევხვდებით. ყველაზე რთული საკითხები ტერიტორიასა და ევროპაში გაყინული რუსული აქტივებს უკავშირდება“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს უნდა მიეცეს წარმატების მიღწევის უფლება. მისი თქმით, ზელენსკისთან პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რაც უკრაინის მიმართ ირლანდიის მხარდაჭერას გაზრდის.
„ომის დასრულების მცდელობების ფონზე, პუტინმა სცადა უპირატესობის მოპოვება დაუნდობელი თავდასხმის გაძლიერებით. პუტინმა საერთაშორისო სამართლის მიმართ სრული გულგრილობა გამოავლინა. პუტინს არასდროს არ უნდა მიეცეს წარმატების მიღწევის უფლება“, – განაცხადა მან.