ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ბულგარეთში კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
ანტისამთავრობო აქციაზე სოფიასა და ბულგარეთის სხვა მსხვილ რეგიონულ ცენტრებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. პროტესტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტმა გამოიწვია, რომელიც გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. დემონსტრანტების განცხადებით, ეს ფართოდ გავრცელებული კორუფციის შენიღბვის მცდელობაა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტი დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების დაწვა და პოლიციელებზე თავდასხმა დაიწყეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა, ათი ადამიანი კი დაკავებულია.