ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ქვეყნის ყოფილ პირველ პირს ელექტრონული სამაჯური გაუკეთა - CNN

ბოლსონარუ

ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თავად ექს-პრეზიდენტს კი ელექტრონული სამაჯური გაუკეთა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიტიკოსს უცხოელ ოფიციალურ პირებთან კონტაქტი, ასევე საელჩოებთან მიახლოება და სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალა.

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე თანამდებობაზე დარჩენის მიზნით 2022 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის ბრალდებით წარდგება.