„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
ჟურნალმა Billboard წლის მუსიკალური შედეგების შეჯამება დაიწყო. გამოცემამ 2025 წელს გამოსული ყველაზე წარმატებული ალბომები დაასახელა.
ჟურნალის ჩარტის ლიდერი ამ კატეგორიაში კეი-პოპ ჯგუფი Stray Kids გახდა, ალბომით HOP, რომელიც ჩარტში პირველად 2024 წლის 28 დეკემბერს მოხვდა და პირველ პოზიციაზე 7 კვირა გაატარა. მეორე ადგილს ამავე ჯგუფის ნამუშევარი KARMA იკავებს, რომელიც ჩარტში სექტემბერში მოხვდა. ლიდერთა სამეულში ასევე ჯიმინის ალბომი MUSE მოხვდა.
Billboard-ის ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ: „მოანა 2“-ის საუნდტრეკი, Enhypen-ის, Romance: Untold, ATEEZ-ის, Golden Hour: Part 2, ტაილას TYLA, ATEEZ-ის, Golden Hour: Part 3, Enhypen-ის, Desire: Unleash და BTS-ის Proof.