საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
1779875490
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი პემ ბონდი თეთრ სახლში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრად დანიშნა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბონდი, რომელიც ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გასულ თვეს გაათავისუფლა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საპრეზიდენტო საბჭოს მრჩეველთა რიგებს შეუერთდება.
საბჭოს ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ხელოვნური ინტელექტის საკითხებში დევიდ საქსი და თეთრი სახლის სამეცნიერო მრჩეველი მაიკლ კრაციოსი.
მის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან წამყვანი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები: Nvidia-ს თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი, Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი და Oracle-ს თანადამფუძნებელი ლარი ელისონი.
როგორც AXIOS-ი იუწყება, ბონდი მთავრობასა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ურთიერთობების კოორდინაციას გაუწევს.