„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება არ გამორიცხა.
Fox News-ის წამყვანის კითხვის პასუხად, აპირებს თუ არა ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვენსმა თქვა, რომ მანამდე საჭიროა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვოს. შუალედური არჩევნების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად დაჯდება და აღნიშნულ საკითხს განიხილავს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შუალედურ არჩევნებში გავიმარჯვოთ, ხოლო ამის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად დავსხდებით და დავილაპარაკებთ“, - თქვა ვენსმა.