„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკა სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით „სამხრეთის შუბი“ იწყებს.
ჰეგსეტის თქმით, შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. ოპერაციას აშშ-ის სამხრეთ სარდლობა ჩაატარებს. თუმცა, ჰეგსეტს არ დაუსახელებია, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება აღნიშნული ოპერაცია.
„აღნიშნული მისია იცავს ჩვენ ქვეყანას, ათავისუფლებს ჩვენ ნახევარსფეროს ნარკო ტერორისტებისგან და იცავს ჩვენ სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომლებიც კლავს ჩვენ მოქალაქეებს“, - დაწერა ჰეგსეტმა.