ანსამბლი „რუსთავი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1765132691
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მოადგილე ევროპას აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებულ ვიდეოში სარა ბი ჯორდანი ევროკავშირში არსებულ ცენზურაზე საუბრობს და მოჰყავს მაგალითები, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო პატიმრობა შეეფარდათ. ის ავსტრიელი ევროპარლამენტარის, ჰელმუტ ბრანდსტეტერის პოსტს აზიარებს, რომელშიც წერია, რომ ევროპაში ცენზურა არ არსებობს და ყველა „ჩვენს წესებს უნდა ემორჩილებოდეს“ და სვამს კითხვას: მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?
„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროპული ცენზურის ბიუროკრატია ხშირად თავს დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მებრძოლად ასაღებს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, დიდი ტექნოლოგიური კომპანიები არ არიან. ეს ჩვეულებრივი ევროპელები და ბრიტანელები არიან, რომლებსაც მათი მთავრობა იმის გამო სჯის, რომ საუბრობენ იმაზე, რაც სიმართლედ მიაჩნიათ. თავისუფალ საზოგადოებაში ეს არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობს ჯორდანი.