Amnesty ნანობს, მაგრამ დასკვნას არ უარყოფს

Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მისმა მოხსენებამ, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინული ჯარი, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, "ტკივილი და აღშფოთება" გამოიწვია.

ინფორმაციას bbc ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ოფიციალური კიევის და დასავლეთის უარყოფითი რეაქცია მოსალოდნელი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გადადგა  Amnesty International-ის კიევის ოფისის ხელმძღვანელი ოქსანა პოკალჩუკი.

"ამ და ყველა სხვა კონფლიქტებში, Amnesty International-ის პრიორიტეტია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა. ეს იყო ერთადერთი მიზანი ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნებისას. სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს დასკვნებს, თუმცა, ვწუხვართ გამოწვეულ ტკივილზე,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.