ამ ომს მხოლოდ "ჰამასი" აწარმოებს და იარაღს თუ დაყრის, ომი დასრულდება - ფრიდრიხ მერცი

მერცი

ვიმედოვნებთ, ეს სამშვიდობო პროცესი შემდეგ ფაზაში გადავა, კერძოდ, "ჰამასის" განიარაღება მოხდება, – ამის გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ამ ომს მხოლოდ "ჰამასი" აწარმოებს და თუ ის იარაღს დაყრის, ეს ომი დასრულდება. რეგიონს მაშინ ექნება მომავალი და ღაზასაც ექნება მომავალი", – აღნიშნა მერცმა იერუსალიმში ვიზიტისას.