ალაბამაში სამი მცდელობით ვერ მოხერხდა დამნაშავის სიკვდილით დასჯა - სიკვდილმისჯილმა სასამართლოში იჩივლა

სიკვდილმისჯილი

ალაბამას შტატის ერთ-ერთ ციხეში თანამშრომლებმა ვერ აღასრულეს განაჩენი. ალან მილერს სამი ადამიანის მკვლელობისთვის სასჯელის „განსაკუთრებული ზომა“ აქვს მისჯილი.

დანაშაული 1999 წელს მოხდა, მსჯავრდადებულმა 23 წელი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში.

განაჩენის აღსრულების დღეს, 2022 წლის 22 სექტემბერს, მილერი სპეციალურ ტახტზე დააწვინეს და „სასიკვდილო დოზის“ შეყვანის მიზნით ვენის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვენაში ვერ მოხვდნენ.

უფრო მეტიც, მსჯავრდადებულისთვის თავდაპირველად საძილე საშუალება უნდა შეეყვანათ, რათა სიკვდილით დასჯის წინ პანიკაში არ ჩავარდნილიყო, მაგრამ ესეც ვერ მოახერხეს. შედეგად, ჯალათებმა უამრავი მცდელობის შემდეგ დივანიც კი ასწიეს ვერტიკალურად იმ იმედით, რომ ამ პოზაში მისი ძარღვები დაიბერებოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ... სასჯელის აღმსრულებლებმა სამი საათის ტანჯვის შემდეგ აღიარეს ფიასკო და ალანს დაუყვირეს: „დაბრუნდი საკანში!“

ალან მილერმა მიმართა ფედერალურ სასამართლოს, აკრძალოს მისი სიკვდილით დასჯის მეორე მცდელობა.

ცალკე სარჩელი შეიტანა კიდევ ერთმა სიკვდილმისჯილმა, კენეტ სმიტმა, რომლის აღსრულებაც 17 ნოემბერს იყო  დაგეგმილი. სმიტი ამტკიცებდა, რომ ალაბამას ლეტალური ინიექციის პროტოკოლი არაკონსტიტუციური იყო, რადგან ის წამების, სისასტიკისა და ძლიერი ტკივილის აუტანელ რისკს ქმნიდა. მან მაგალითად მოიყვანა მილერის სიკვდილით დასჯა. 

57 წლის ალან მილერის ადვოკატებმა მას უწოდეს „ერთადერთი გადარჩენილი შეერთებულ შტატებში“ და თქვეს, რომ ალაბამამ მილერი დაუქვემდებარა „არასაჭირო და უაზრო ტკივილს“.

351 კილოგრამიანმა პატიმარმა წინა სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომ სამედიცინო პერსონალს ყოველთვის უჭირს მის ვენებში შესვლა.

„მისტერ მილერი გრძნობდა გულისრევას, დეზორიენტაციას, უხერხულობას და ეშინოდა სიკვდილის და ღრმად შეაშფოთა მთავრობის თანამშრომლების გამოჩენამ, რომლებიც ჩუმად უყურებდნენ მას სადამკვირვებლო ოთახიდან, როცა ის ვერტიკალურად ეკიდა. მისტერ მილერს ზოგიერთი ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა“, - ნათქვამია პეტიციაში.

სიკვდილმისჯილი ახალ განაჩენს ელოდება“. - წერს foxnews