აჰმედ ალ-შარაა: რუსეთი გვჭირდება, რადგან ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, გვჭირდება, რომ ზოგიერთ საკითხში მათი ხმა ჩვენს მხარეს იყოს, მათთან სტრატეგიული ინტერესები გვაქვს

აჰმედ ალ-შარაა

რუსეთი გვჭირდება, რადგან ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, გვჭირდება, რომ ზოგიერთ საკითხში მათი ხმა ჩვენს მხარეს იყოს და მათთან სტრატეგიული ინტერესები გვაქვს, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.

„ჩვენ 10 წელი ვიყავით რუსეთთან ომში და ეს იყო ძალიან რთული ომი. მათ რამდენჯერმე გამოაცხადეს, რომ მომკლეს. ჩვენ არ გვსურს, ვუბიძგოთ რუსეთს, მიიღოს ალტერნატიული ან სხვა ვარიანტები სირიასთან დაკავშირებით. ბაშარ ალ-ასადის საკითხი რუსეთისთვის შეშფოთებას იწვევს და ჩვენი ურთიერთობა მათთან ჯერ კიდევ დასაწყისშია.

ჩვენ, როგორც სირიელები, დავიცავთ ჩვენს უფლებას, მოვითხოვოთ ასადის სამართლიანობის წინაშე წარდგენა“, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.