VIDEO: პოლონეთში დააკავეს ქართველები, რომლებიც კატალიზატორებს იპარავდნენ

კატალიზატორის ქურდები

პოლონეთში, კრაკოვის პოლიციამ დააკავა ქართველები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მანქანის კატალიზატორებს იპარავდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დაკავებულია 4 პირი. ქართველებმა მინიმუმ 30 ავტომობილი და 130 კატალიზატორი მოიპარეს.

პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.