დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას ავრცელებს

ცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზის სხივების ნეგატიური გავლისგან თავის ასარიდებლად გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას:

 შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.

 საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

 ატარეთ ღია ფერის ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.

 გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად.

ვრცლად რეკომენდაციების შესახებ წაიკითხეთ სტატია, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ გატარებაში დაგეხმარებათ.