„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, მეტი ყურადღებაა საჭირო“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 30 იანვრიდან  5 თებერვლის ჩათვლით მოსალოდნელ რთულ დღეებზე საუბრობს და ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს.

ამ კვირაში 2 მნიშვნელოვანი მოვლენაა - ურანი სწორად მავალი ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელს შეუწყობს ახალი საქმეების, იდეების, მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ხოლო პლანეტა ვენერა, პარასკევს თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ამ ზეგავლენის შედეგად პირად ურთიერთობებში შემოიტანს მეტ ემოციურობას, მგრძნობიარობას, რომანტიკულობას... ამავდროულად, ტყუილების ტენდენციურობა მოიმატებს, ზღვარგადასული ფანტაზიის, თანაგრძნობის ელემენტები გაძლიერდებიან, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით, ეს პერიოდი კარგია. ხელს შეუწყობს შემოქმედებით მუშაობას და ამ მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში, შედევრები შეიქმნება.

რაც შეეხება დედამიწას, ამ კვირიდან უარყოფით ენერგოველში გადადის. ამიტომ ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო - მოიმატებს დაძაბულობა, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის საკითხებს, რადგან ინფექციური დაავადებების ტენდენცია გაიზრდება, ასევე, ყურადღება მივაქციოთ კონფლიქტებს და სხვადასხვა სირთულეს.“ - თქვა ასტროლოგმა „ჰოროსკოპთან“.