2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ვერძების უმეტესობისთვის, პოზიტიური დღეა. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, იყავით სპონტანური, გახსნილი, აქტიური და ხალისიანი. ასიამოვნეთ საკუთარი თავი.

კურო

საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანი დღეა. თამამად შეგიძლიათ ახალი პროექტის დაგეგმვაც და განხორციელებაც. საღამოს მეტად დაისვენეთ.

ტყუპები

იყავით აქტიური, ეცადეთ, ნებისმიერი საკითხი უჩვეულო გზით გადაწყვიტოთ. სასიკეთოა დღე რომანტიკული შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოიმატოს გაღიზიანებამ, ეცადეთ, განმარტოვდეთ და გააანალიზოთ თქვენი შფოთის მიზეზი, გარკვეულ პერიოდში, განწყობა შეგეცვლებათ და პოზიტიურ ტალღას დაუბრუნდებით.

ლომი

წარმატებული დღეა, ყურადღების ცენტრში ხართ. განსაკუთრებით ნაყოფიერია დღე პირადი ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

ქალწული

დღეს, სასურველია ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლოთ, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, შემდეგ კი მეტი დრო დაუთმეთ ძალების აღდგენას.

სასწორი

სიახლეების, სიურპრიზების და პოზიტიური ცვლილებების დღეა. ზომიერება გამოიჩინეთ ხარჯებთან დაკავშირებით.

მორიელი

ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. სჯობს, საოჯახო საქმეებით დაკავდეთ და სახლიდან აკეთოთ სამუშაო. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას.

მშვილდოსანი

მეტად დაისვენეთ. ნუ ჩაერევით არაფრისმომცემ საუბრებში და ეცადეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

თხის რქა

მოიწყვეთ დასვენების დღე. მოკალათდით კომფორტულად და დაგეგმეთ სამომავლო სტრატეგიები, მიზნები, სვლები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ზოგადად იზრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.

მერწყული

იყავით დაკვირვებული, ყურადღებით იყავით საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით, მოერიდეთ თვითმკურნალობას. შესაძლოა, გაიხსნას კვანძი და დალაგდეს მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები.

თევზები

იყავით მეტად ობიექტური, დისციპლინირებული და კონსტრუქციული. აკონტროლეთ სიტყვები. საღამოს სასარგებლო იქნება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.