უნიკალური საუნივერსიტეტო ქალაქი და ხელმისაწვდომი ევროპული განათლება ყველა სტუდენტისთვის - KIU აბიტურიენტებს დაფინანსების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს

ქიუ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს.

უნივერსიტეტის მიზანია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, KIU სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტუდენტურ საცხოვრებელს.

დაარსების დღიდან KIU-ში მოქმედებს „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში, გაიცემა როგორც სწავლის და სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდიებიც. მათ შორის: KIU აკადემიური მიღწევის გრანტი უზრუნველყოფს აკადემიური მიღწევების მქონე აბიტურიენტების: ოქროს მედალოსნების, ოლიმპიადების გამარჯვებულების და სხვადასხვა კონკურსის პრიზიორების სწავლის დაფინანსებას; KIU სოციალური გრანტი კი შეიძლება მიიღონ სტუდენტებმა, რომლებიც: სწავლობდნენ და სკოლა დაამთავრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; არიან დევნილები; არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და დაკარგულთა შვილები; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; არიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები; იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ; არიან სოციალურად დაუცველები; სტუდენტებმა, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ მშობელი.

 

KIU-ში ასევე მოქმედებს თანადაფინანსების და ინსტიტუციური გრანტები.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს კი შესაძლებლობა აქვთ მიიღონ რექტორის და აკადემიური სტიპენდიები.

 

KIU ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: kiu.edu.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებით, მეცნიერებით, მკვლევრებით, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა. კამპუსი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ის 160 ჰექტარზეა გადაჭიმული და მოიცავს თანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, საკონფერენციო სივრცეებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებს და რეკრეაციულ ზონებს.

სრულად აღჭურვილ ერთადგილიან და ორადგილიან საცხოვრებელ ოთახებთან და სასწავლო აუდიტორიებთან ერთად საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებულია კინო ოთახები, სათამაშო ოთახები, მუსიკალური ოთახი, ჭადრაკის კლუბი, სპორტული დარბაზი, სარეცხი/საშრობი ოთახები, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და ექიმის კაბინეტი. აღნიშნული სივრცეებისა და სერვისების გამოყენება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია დამატებითი გადასახადის გარეშე. სტუდენტური საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტები ასევე გათავისუფლებულნი არიან ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან. აქვთ უფასო Wi-Fi.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლების მიღების ადგილი – ის წარმოადგენს სტუდენტური ცხოვრების, ინოვაციების და პროფესიული განვითარების ჰაბს.

KIU ქმნის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და გარემოს, რომელიც აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას და თანამედროვე განათლების სტანდარტებს.

აირჩიე 197! KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!