მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ

ლაშხი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.

კოლეჯში „აისი“ გამართული გაცნობითი შეხვედრისას, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

როგორც აღინიშნა, სამინისტრო აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას კიდევ უფრო ეფექტიანი პარტნიორობის მექანიზმების შესამუშავებლად.
შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.