რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს – ვალუტის ახალი კურსი

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8762 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9574 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0062 ლარს შეადგენდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.