„უშტატო თანამშრომელია“ - გლდანის მაჟორიტარი ოფისში და შეხვედრებზე ძაღლთან ერთად - ფოტოები

კოტე ზარნაძე

საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე რაიონის პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული. ხვდება მოქალაქეებს, ისმენს მათ პრობლემებს.

ცოტა ხნის წინ, ოჯახს ახალი წევრი, ოთხფეხა მეგობარი შეემატა. როგორც ირკვევა, ბადი პატრონს უკვე სამსახურშიც დაჰყვება.

„დღეიდან ბადი ჩვენი უშტატო თანამშრომელია“, - წერს ზარნაძე სოცქსელში.

ფოტოებს, სადაც კონსტანტინე ზარნაძე „ბადისთან“ ერთად არის, უამრავი მოწონება და დადებითი გამოხმაურება აქვს.