„ჩემი ბამბა... დღეს მომიკლეს“ - ირაკლი გაფრინდაშვილი

ირაკლი გაფრინდაშვილი და მისი ცუგა

„სათიბეს“ მფლობელი ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ოთხფეხა მეგობარი მოუკლეს.

„ჩემს ცხოვრებაში ასე ძაღლი არ მყვარებია, შეიძლება ადამიანიც ცოტა მიყვარდეს ასე. ჩემი ბამბა. დღეს მომიკლეს. სახლთან ახლოს მანქანამ დაარტყა და დატოვა“, - წერს ირაკლი გაფრინდაშვილი.