ჩიქობავას N36-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩიქობავა

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩიქობავას N36/მაზნიაშვილისN37-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

„აღნიშნული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი მწვავედ ავარიული შენობის სტატუსს ატარებდა. საძირკველი და სახლის ფასადი საფუძვლიანად გამაგრდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობას უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ჩაბარდება.“-განაცხადა ზურაბ ბაქანიძემ.

მიმდინარე სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბაქანიძე, საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ ჩიკვილაძესთან, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 650 000 ლარია.