„რემატჩში მერაბი უმარს გაანადგურებს“ - დვალიშვილის მწვრთნელის კომენტარი

მერაბი

მერაბ დვალიშვილის მორიგმა გამარჯვებამ და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის რიგით მესამე წარმატებულმა დაცვამ, ქართველი „მანქანის“ უძლეველობაზე ძალიან ბევრი მოქმედი, თუ ყოფილი მებრძოლი აალაპარაკა. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მერაბის ძლევა სრულიად  შესაძლებელია. სწორედ მათ გასაგონად დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის რემატჩი მისი ჩანიშვნის შემთხვევაში, ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მათი მეორე ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, მერაბი უმარს გაანადგურებს. მერწმუნეთ, ნურმაგომედოვისთვის ყველაფერი უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება, ვიდრე პირველ დაპირისპირებაში დასრულდა...“

განაგრძე კითხვა

https://www.crystalsport.ge/news/78250-rematchshi-merabi-umars-gaanadgurebs---dvalishvilis-mtsvrtnelis-komentari