1780955048
ლევანი ხელოვნური ინტელექტი ეგონა - ჯო როგანმა და დევონ ლარატმა საგინაშვილზე ისაუბრეს
ცნობილი მკლავჭიდელი, დევონ ლარატი, ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო. კანადელმა სპორტსმენმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და ლევან საგინაშვილიც ახსენა. როგანმა პროდიუსერს სთხოვა, „ქართველი ჰალკის“ ფოტოები ეჩვენებინა და ეგონა, რომ ერთ-ერთი ფოტო ხელოვნური ინტელექტით იყო გაკეთებული.
ჯო როგანი: „როგორ გამოიყურება ლევანი? მისი ფოტოები მაჩვენე. რა გვარია?“
დევონ ლარატი: „საგინაშვილი. ის ჩვენი სპორტის უმაღლესი წერტილის განსახიერებაა. ეს ბიჭი ძალიან მიყვარს“.











