ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ტომ ასპინალი, მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. ინგლისელმა მებრძოლმა „მანქანა“ შეაქო და აღნიშნა, რომ მასთან ჩხუბს არ ისურვებდა.
„როდესაც მერაბს ეჩხუბები, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, და კორიც სწორედ ამიტომ ყოყმანობდა. დვალიშვილთან ბრძოლა არ მინდა -საშინელებაა. ის არასდროს ჩერდება. ერთ მომენტში კორის ფეხი ჰქონდა დაჭერილი, ხუთი მიმართულებით დატრიალდა, შემდეგ კორპუსში შევიდა, თეიქდაუნი შეასრულა და ისევ ფეხზე წამოდგა. ყველამ იცის, რომ ერთ წუთში ზუსტად იმავეს გაიმეორებს...“